საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ევროკავშირის დაარსებისთვის საფუძველის ჩაყრის 63 წლისთავთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.

როგორც განცხადებაშია ნათქვამი, დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას.

"ზუსტად 63 წლის წინ, 1957 წლის 25 მარტს, ევროპის ქვეყნებმა რომის ხელშეკრულების ხელმოწერით საძირკველი ჩაუყარეს დღევანდელ ევროკავშირს, რომელიც მშვიდობისა და კეთილდღეობის სიმბოლოდ იქცა. ეს არის უნიკალური პროექტი, რომელიც ევროპის ერთიანობას, სოლიდარობასა და საერთო პასუხისმგებლობას ეფუძნება.

სიმბოლურია, რომ სწორედ რომში დათქმული მთავარი პრინციპებისადმი ერთგულებამ დღეს უნდა მოგვცეს ძალა და იმედი, რომ მალე გავუმკლავდებით ვირუსის - COVID -19-ის სახელით დღეს მსოფლიოს წინაშე მდგარ უმწვავეს გამოწვევას.

დღეს ისე როგორც არასდროს საჭიროა ევროპული სოლიდარობის დემონსტრირება, რაც პრაქტიკულად დაამტკიცებს დეკლარირებული ფასეულობებისადმი ერთგულებას. ჩვენ არ უნდა დავუშვათ, რომ არსებული ვითარება გამოყენებული იქნას ევროკავშირის მთავარი ღირებულელების მიმართ ნიჰილიზმის გასაღვივებლად.

საქართველო, როგორც ევროპული ოჯახის წევრი და ევროკავშირის სანდო პარტნიორი, სრულად იზიარებს ამ სულისკვეთებას! ერთად ჩვენ გავიმარჯვებთ!" -ნათქვამია დავით ზალკალიანის განცხადებაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა