საქართველოს კლინიკების ასოციაცია მოსახლეობას და მთავრობას კორონავირუსის შიდა გავრცელების ინტენსივობის მომატებასთან და მოსალოდნელ პიკურ სტადიასთან დაკავშირებით რეკომენდაციებით მიმართავს

საქართველოს კლინიკების ასოციაცია კორონავირუსის შიდა გავრცელების ინტენსივობის მომატებასთან და მოსალოდნელ პიკურ სტადიასთან დაკავშირებით, რომელიც მათი თქმით, უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი საქართველოს მთავრობას და მოსახლეობას რეკომენდაციებით მიმართავს.

ასოციაციის რეკომენდაციებს „ინტერპრესნიუსი“ უცვლელად გთავაზობთ:

  1. ეფექტური პროფილაქტიკური და პრევენციული ღონისძიებების მიზნით რეკომენდებულია ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრომ დაუყოვნებლივ უზრუნველჰყოს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე(განურჩევლად რეგიონისა) მოსახლეობის მოწყვლადი ნაწილის ვირუსზე სწრაფი ტესტირების დაწყება;
  2. რეკომენდებულია საქართველოს ყველა რაიონული და საქალაქო სტაციონარული კლინიკა გადავიდეს ფუნქციონირების საგანგებო რეჟიმზე;
  3. პაციენტთა დიდი ნაკადის მიღებისათვის რეკომენდებულია პროფილის მიუხედავად ყველა კლინიკის ბაზაზე (მათ შორის რეგიონული კლინიკების) განხორციელდეს მობილიზაცია, განთავისუფლდეს მინიმუმ ერთი სართული ან იზოლირებული ფლიგელი;
  4. რეკომენდებულია საგანგებოდ აღიჭურვოს და დაჩქარებული წესით ექსპლუატაციაში შევიდეს ახალი აშენებული კლინიკები, მათშორის ,,ბათუმის რესპუბლიკური საავადმყოფო,, და ოკუპირებული აფხაზეთის საზღვრისპირა ,,რუხის მრავალპროფილური კლინიკა,,;
  5. რეკომენდებულია სახელმწიფოსგან გამოიყოს დამატებითი მატერიალური რეზერვები კლინიკებისთვის სამედიცინო და ლაბორატორიული მასალების მომარაგების თვალსაზრისით;
  6. პაციენტთა შეუფერხებელი ოქსიგენაციის უზრუნველსაყოფად რეკომენდებულია კლინიკების მომარაგება დამატებითი ჟანგბადის წყაროებით.
  7. ყველა კლინიკის ბაზაზე რეკომენდებულია უმოკლეს დროში უფროსი, საშუალო და უმცროსი სამედიცინო პერსონალის - მინიმუმ 2 ბრიგადის გადამზადება;
  8. მაღალი რისკის საქმიანობიდან გამომდინარე რეკომენდებულია დაწესდეს სამედიცინო პერსონალის ჯანმრთელობის სისტემატიური კონტროლი. ამავე დროს სიცოცხლისათვის საშიში რისკების აღმოფხვრის მიზნით ყველა კლინიკაში რეკომენდებულია შეიქმნას სპეციალური კომისია;
  9. რეკომენდებულია მთავრობამ გარკვეული დროით მძიმე, დაძაბული და სტრესული შრომის ფონზე გაანთავისუფლოს სამედიცინო პერსონალი საშემოსავლო ბეგარისაგან;
  10. რეკომენდებულია პალატების, ფლიგელების, კორიდორების, რეგისტრატურისა და დამხმარე ოთახების დღეში რამდენჯერმე (სადეზინფექციო ხსნარების გარდა) ულტრაიისფერი სხივებით დამუშავება, კვარცის აპარატის გამოყენებით.
  11. ვირუსული დაავადება არ განარჩევს მორწმუნე და არამორწმუნე ადამიანს, ამიტომ რეკომენდებულია მოსახლეობამ ლოცვები აღასრულოს ინდივიდუალურად, სახლის პირობებში და მკაცრად მოერიდოს მასობრივ თავშეყრას;
  12. ვირუსის გავრცელების საუკეთესო საშუალებას წარმოადგენს მოსახლეობაში ნატურალური ფულადი კუპიურების ბრუნვა, ამიტომ რეკომენდებულია, უმოკლეს დროში ყველა სავაჭრო ობიექტის საბანკო ტერმინალებით აღჭურვა და საბანკო ბარათით გადახდის პრინციპის საყოველთაოდ დანერგვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა