თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში აცხადებენ, რომ კორონავირუსით ინფიცირებული 2 პაციენტის მდგომარეობა კრიტიკულია

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის განცხადებით, კლინიკაში ამ ეტაპზე კორონავირუსით ინფიცირებული 12 პაციენტი გადის მკურნალობას. რატიანის შეფასებით, ორი მათგანის მდგომარეობა კრიტიკულია, თუმცა სტაბილური.

კლინიკის დირექტორის განცხადებით, დანარჩენი პაციენტების ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, თუმცა მართვადი.

„ჩვენ კლინიკაში ამ ეტაპზე არის კორონავირუსის დადასტურებული 12 შემთხვევა. აქედან ორის მდგომარეობა კრიტიკულია, ისინი კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტში იმყოფებიან, მათი მდგომარეობა სტაბილურია, რაც გამოიხატება იმაში, რომ ვიტალურ პარამეტრებს ვინარჩუნებთ. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა რჩება მძიმე, მაგრამ მართვადი“,-განაცხადა რატიანმა.

მისივე თქმით, დღეს ლუგარის ცენტრში გადაგზავნილი პასუხები,ალბათ, დილით გახდება ცნობილი.

ცნობისთვის, ამ დროისთვის საქართველოში ახალი კორონავირუსით დაინფიცირების 75 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 10 უკვე გამოჯანმრთელდა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა