ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტური გრანტების ფონდს ქმნის

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი (KIU) საქართველოს მოქალაქეობის მქონე სტუდენტებისთვის საგრანტო ფონდს შექმნის.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქიდან აცნობეს, ფონდის მიზანია, ხელი შეუწყოს უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობას და წაახალისოს ნიჭიერი და წარჩინებული სტუდენტები.

მათივე ცნობით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის სტუდენტური გრანტების ფონდი ახალგაზრდებს სხვადასხვა სახის დაფინანსებასა და სტიპენდიას სთავაზობს. აბიტურიენტები, რომლებიც 2020-21 სასწავლო წლიდან უნივერსიტეტის სტუდენტები გახდებიან საშუალება ექნებათ ისარგებლონ ფონდის მიერ შეთავაზებული სხვადასხვა გრანტებით.

„KIU-ს ფონდის ფარგლებში დაფინანსდება: სწავლის გადასახადი, სტუდენტურ საცხოვრებელის გადასახადი, სტუდენტური სტიპენდია, KIU ბარათი (KIU ბარათი მოქმედებს საუნივერსიტეტო კამპუსზე არსებულ სხვადასხვა ობიექტებში). ფონდის დაფინანსება შეიძლება გაიცეს საგანმანათლებლო პროგრამის მთლიანი ხანგრძლივობის ვადით, საბაკალავრო პროგრამაზე ოთხი წლით. დაფინანსების შესანარჩუნებლად ყოველი სასწავლო წლის დასაწყისში სტუდენტმა უნდა დააკმაყოფილოს შესაბამისი ფაკულტეტის/სკოლის შიდა მოთხოვნები და ჰქონდეს: მაღალი აკადემიური მოსწრება (GPA არანაკლებ 3.0) და არანაკლებ 55 კრედიტი წინა სასწავლო წლის განმავლობაში.

სწავლისა და ცხოვრების დაფინანსების მოთხოვნისთვის აუცილებელია აბიტურიენტი დარეგისტრირდეს KIU-ს პროგრამებზე ა.წ. 30 მარტამდე (https://naec.ge/#/ge/index) KIU-ს სარეგისტრაციო ნომრით 197 და შეავსოს შესაბამისი საგრანტო განაცხადი (www.kiu.edu.ge). სტუდენტური გრანტებისთვის განცხადებების საბოლოო დამტკიცება მოხდება ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების გამოქვეყნებისა და KIU-ში ჩარიცხვის შემდეგ“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის იხილეთ KIU სტუდენტური გრანტების ფონდის სახელმძღვანელო www.kiu.edu.ge ან დაგვიკავშირდით: admissions@kiu.edu.ge; ტელ.: *0197.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა