დისტანციური დასაქმების ფორუმი, დისტანციური ვაკანსიები და ფრილანსინგის უფასო ტრენინგები BTU-სგან

სტუდენტური დასაქმების პირველი დისტანციური ფორუმი SmartStudent, რომელიც მხოლოდ დისტანციურად შესასრულებელ სამუშაო პოზიციებს გააერთიანებს 12 აპრილს 12 საათზე გაიმართება. ფორუმს უკვე შემოუერთდნენ ადგილობრივი და საერთაშორისო კომპანიები, 50ზე მეტი დისტანციურად შესასრულებელი სამუშაო პოზიციით და სტუდენტის კვალიფიკაციის ასამაღლებელი უფასო დისტანციური კურსებით. ინიციატივას მაღალი გამოხმაურება აქვს ბიზნესის სექტორიდან, ვაკანსიების პროგნოზირებული რაოდენობა 100-ზე მეტია. ფორუმის მსვლელობისას, ონლაინ სივრცეში შეკრებილ სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ მოისმინონ კომპანიების პრეზენტაციები და ვაკანსიების შესახებ დეტალური ინფორმაცია, შექმნან ვირტუალური გასაუბრების სივრცეები, გაუზიარონ რეზიუმეები და დასაქმდნენ დისტანციურად შესასრულებელ პოზიციებზე.

BTU-ს კარიერული ცენტრის მიერ, აგრეთვე შეიქმნა ფრილანსინგის ვიდეობლოგი - უფასო ტრენინგი მათთვის, ვისაც აქვს სურვილი შეასრულოს სხვადასხვა დისტანციური სამუშაოები, მიიღოს შესაბამისი ანაზღაურება მაგრამ არ იცის სად და რა ფორმით მიიღოს წვდომა აღნიშნულ საკითხზე. ბლოგი უკვე ხელმისაწვდომია უნივერსიტეტის facebook და youtube გვერდებზე.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა