სომხეთში კორონავირუსი სამ ჯარისკაცს დაუდგინდა

სომხეთში კორონავირუსი 3 ჯარისკაცს დაუდგინდა. ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მიუხედავად მკაცრი ზომებისა, არმიაში „ვირუსის გავრცელების პრევენცია ვერ მოხერხდა“.

„დადგენილია ადამიანთა ის წრე, ვისაც ჯარისკაცებთან შეხება ჰქონდათ და ისინი კარანტინში იმყოფებიან. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომი გავრცელება თავიდან ავიცილოთ“,-აცხადებენ სამინისტროში.

ამასთან, ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსი სასწრაფო დახმარების ექიმს და მანქანის მძღოლსაც დაუდგინდათ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის სომხეთში 190 ინფიცირებული პაციენტია დარეგისტრირებული. ორის მდგომარეობა კრიტიკულია, მათ შორის ერთ აშშ-ის მოქალაქეა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა