პაატა იმნაძე პოლიტიკური პარტიის მიერ პირბადეების დარიგებაზე - ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!

ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ მოსახლეობის შეკრება? - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ, პაატა იმნაძემ ზუგდიდში “ნაციონალური მოძრაობის” მიერ პირბადეების დარიგებასთან დაკავშირებით განაცხადა.

მისი თქმით, ახლა არ არის პიარისა და ქულების დაწერის დრო.

“არ არის ახლა პიარის დრო და არ არის ახლა ვიღაცამ, რომ ქულები დაიწეროს, ამის დრო. ხომ შეიძლება ევლოთ კარდაკარ და ჩამოერიგებინა ვიღაც 1-2 ადამიანს და არ გამოეწვიათ ასეთი მოსახლეობის შეკრება? ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?!” - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: ახლა პიარის და ქულების დაწერის დრო არ არის - ამდენი შეგნება და ტვინი ხომ ყველას უნდა ჰქონდეს?! - პოლიტიკური პარტიის მიერ პირბადეების დარიგებაზე

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია