პაატა იმნაძე - როცა ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, საქართველოში კორონავირუსის გავრცელების პიკი მას შემდეგ დასახელდება, რაც ქვეყანაში მასობრივი შიდა გავრცელება დაიწყება.

როგორც იმნაძემ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მომდევნო კვირების განმავლობაში დაავადების გავრცელების ზრდას უნდა ველოდოთ.

„დღეს არის ერთი თვე, რაც ქვეყანაში პირველი შემთხევვა დადასტურდა. თუ ავიღებთ ჩვენნაირი ქვეყნების გამოცდილებას, ჩვენნაირი მოსახლეობით, შეიძლებოდა სამჯერ და ოთხჯერ მეტი შემთხვევები ყოფილიყო ქვეყანაში, რომ არა ის ღონისძიებები, რაც გატარდა. მესმის, რომ ყველას აინტერესებს რა მოხდება, მაგრამ როდესაც დაიწყება ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება, მას შემდეგ ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე და დავასახელებთ ამ დროს. მანამდე უახლოესი კვირები უნდა ვემზადოთ დაავადების ზრდის, შემთხვევების მატებისთვის“, - განაცხადა იმნაძემ.

იხილეთ ვიდეო: როცა ქვეყანაში ფართო შიდა გავრცელება დაიწყება, ვიტყვით, როდის გავალთ პიკზე - პაატა იმნაძე

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა