ჯანდაცვის მინისტრი - პირბადეების დარიგების აქციის დროს, დარღვეული იყო ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის გაცემული რეკომენდაციები

პირბადეების დარიგების აქციის დროს, დარღვეული იყო ის რეკომენდაციები, რომელიც ვირუსის პრევენციისთვის არის გაცემული, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა, რითაც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლების მხრიდან ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით, ზუგდიდში პირბადეების დარიგების საკითხს გამოეხმაურა.

როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით შექმნილი უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციაში განაცხადა, რეკომენდაციების დაცვა აუცილებელია.

„COVID 19-ის ინფექცია დღესდღეობით არის ძალიან გლობალური გამოწვევა და ჩვენ უფლება არ გვაქვს ამით ვისარგებლოთ და ამასთან დაკავშირებით გვქონდეს გარკვეული პოლიტიკური მესიჯები. ძალიან კარგია ქველმოქმედება, თუმცა აუცილებელია გათვალისწინებული იყოს ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც ამ აქციის ჩატარების შემთხვევაში მკაფიოდ იყო დარღვეული. შესაბამისად, ეს რა თქმა უნდა, გარკვეულ პრობლემებს და საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებს, რომლებზეც სახელმწიფო ასე ზრუნავს. მინდა დავამშვიდო ზუგდიდის მოსახლეობა, ვინაიდან მეც ვნახე ეს ვიდეოჩართვა - სახელმწიფო მათზეც ზრუნავს. ეს ზრუნვა პირბადეების გარდა გამოიხატება იმაში, რომ ჩვენი მხრიდან რამდენიმე დღეა მიმდინარეობს რუხის საავადმყოფოს მობილიზაცია, რომელსაც რამდენიმე დღეში მე პირადად, ადგილზე ვნახავ. იქ მობილიზებული იქნება, საკარანტინო სივრცე, ასევე სტაციონარში გარკვეული საწოლების მობილიზაცია მოხდება. სამეგრელო, ზუგდიდი, ისევე, როგორც აფხაზეთი, არის ის მხარე, რომელზეც სამინისტრო, სახელმწიფო თანაბრად ზრუნავს, როგორც მის სხვა მოქალაქეებზე“, - განაცხადა ტიკარაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა