ლალი ტურძელაძის განცხადებით, ორ სამხედრო მოსამსახურეს კორონავირუსზე ტესტი ჩაუტარდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის კლინიკური დირექტორის ლალი ტურძელაძის განცხადებით, სამხედრო მოსამსახურეებიდან ორს ტესტირება ჩაუტარდა. მისივე თქმით, ერთ-ერთ სამხედროს მსუბუქი პნევმონია აქვს, ხოლო მეორეს მასთან ჰქონდა კონტაქტი.

„დღეს ლუგარის ლაბორატორიიდან ეპიდემიოლოგები იყვნენ მოსული. ორ სამხედროსთან საჭიროდ ჩათვალეს ტესტის აღება. ერთ-ერთს მსუბუქი პნევმონია აქვს, ხოლო მეორეს ამასთან ჰქონდა კონტაქტი და ამიტომ ამ ორს აუღეს ტესტი. ვნახოთ, დაველოდოთ, როგორი იქნება პასუხი,“ - განაცხადა ლალი ტურძელაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ გვიან ღამით ვაზიანის ბაზიდან თბილისის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში 5 სამხედრო მოსამსახურე გადაიყვანეს, რომელთაც გარკვეული სიმპტომები აღენიშნებოდათ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა