იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 662 ადამიანი გარდაიცვალა

იტალიაში კორონავირუსით ბოლო 24 საათში 662 ადამიანი გარდაიცვალა და ვირუსის მსხვერპლთა რიცხვი 8 165-ს მიაღწია. ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსით იტალიაში 6 100 პირი დაინფიცირდა და მათი რიცხვი საერთო ჯამში 80 539 გახდა.

აღსანიშნავია, რომ ბოლო რამდენიმე დღეა იტალიაში კორონავირუსით გარდაცვალების შემთხვევების შემცირება შეინიშნება.

იტალიის შემდეგ ვირუსს ყველაზე მეტი ადამიანი ესპანეთში ემსხვერპლა. ბოლო 24 საათში ესპანეთში კორონავირუსით 498 ადამიანი დაიღუპა. საერთო ჯამში კი ქვეყანაში ვირუსს 4 145 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი