ზვიად შალამბერიძემ „ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა

შპს „ჭიათურ მანგანუმ ჯორჯიას" ხელმძღვანელმა COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის შექმნილ StopCoV ფონდში 100 ათასი ლარი გადარიცხა.

აღნიშნულ საწარმოში სახელმწიფო რწმუნებული ზვიად შალამბერიძე მონიტორინგის ფარგლებში იმყოფებოდა, სადაც სამუშაო პროცესს და საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში რეკომენდაციის შესრულების პირობებს გაეცნო.

დირექტორის, მამია ბერიძის თქმით, საწარმო შეფერხების გარეშე ფუნქციონირებს და თანამშრომლებს ხელფასებსა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებით პრობლემა არ აქვთ.

ზვიად შალამბერიძემ კომპანიის დირექტორს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის ფონდში 100 000 ლარის გადარცხვისთვის მადლობა გადაუხადა და ბიზნესმენებს კამპანიაში ჩართვისკენ მოუწოდა.

სახელმწიფო რწმუნებულმა ასევე ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქმედი "ჯი თი ემ გრუპის" საწარმო დაათვალიერა, სამუშაო პროცესს გაეცნო და თანამშრომლებისთვის ხელფასების გაცემის საკითხით დაინტერესდა.

მისი თქმით, არსებულ პირობებში, მნიშვნელოვანია, საწარმოებმა მუშაობა შეუფერხებლად განაგრძონ, ამასთან, აუცილებელია, მთავრობის და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვა.

აღნიშნულ ინფორმაციას იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პრესსამსახური ავრცელებს.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა