თეა წულუკიანი - თუ საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდებათ, არც თანამშრომელი არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ - პატიმრები და მათი ოჯახები იყვნენ მშვიდად

იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, 20 მარტიდან პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები, სამსახურში შესვლამდე, დილით, ციხის გარეთ მოწყობილ სამედიცინო პუნქტებში ვირუსის სიმპტომებზე მოწმდებიან და რაიმე საეჭვო სიმპტომის აღმოჩენის შემთხვევაში, ციხის ტერიტორიაზე არ დაიშვებიან.

როგორც წულუკიანმა უწყებათაშორისი საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, 20 მარტიდან დღემდე 100-მდე ასეთი თანამშრომელი გააბრუნეს სახლში, ხოლო 80-მდე გარე დაცვის თანაშრომელი ჩამოაშორეს პერიმეტრს.

"თუ კი საეჭვო სიმპტომები აღმოაჩნდებათ, არც ერთი ინსპექტორ-კონტროლიორი თუ სხვა თანამშრომელი არ დაიშვება პატიმართან სამუშაოდ. მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო, რომ პატიმრების ჯანმრთელობა და სიცოცხლე იქნას დაცული. ასევე, 23 მარტიდან აიკრძალა დამლაგებელების შეშვება ციხეებში. რაც გულისხმობს იმას, რომ კერძო კომპანია და კერძო კომპანიის ათეულობით თანამშრომელი, რომლებიც შედიოდნენ დაწესებულებებში ალაგებდნენ ტერიტორიას და შენობებს, ისინი 23 მარტიდან აღარ ხვდებიან დაწესებულებაში. კერძო კომპანია გვაწვდის ჩვენ დაწესებულებებში შესაბამის საშუალებებს და ციხის ადმინისტრაცია საკუთარი ფიზიკური შესაძლებლობით ალაგებს ციხეს. ამიტომ პატიმრები და მათი ოჯახები მინდა ამ მხრივ იყვნენ მშვიდად," - განაცხადა თეა წულუკიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი