მამუკა მდინარაძე - თუ საჭიროება დადგება და რისკები გაიზრდება, არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის შეფასებით, დღეს ქვეყანაში სრული კარანტინის გამოცხადების საჭიროება არ დგას, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში, ხელისუფლება ამას არ მოერიდება.

მისივე თქმით, ხელისუფლება და შესაბამისი სტრუქტურები არსებულ სიტუაციას აკონტროლებენ და ინფიცირების ყველა შემთხვევაში კვალზე ფაქტობრივად ბოლომდე გადიან.

„იმ შემთხვევაში, თუ საჭიროება დადგება და ის რისკები გაიზრდება, რომელსაც დღეს ჩვენ მაქსიმალურად ვაკონტროლებთ, მაშინ არ გამოვრიცხავთ არც ერთ სცენარს, მათ შორის, სრული კარანტინის გამოცხადებას. შეიძლება შემოვიღოთ წესრიგი, რომლის დროსაც, გარდა აუცილებელი საჭიროებისა, გარეთ არ გამოვიდეს ადამიანი. არც ერთ სცენარს არ გამოვრიცხავთ, მაგრამ დღეს, კონკრეტულად, ამის აუცილებლობა ნამდვილად არ დგას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში ჩვენ არც ამას მოვერიდებით და არსებობს შესაბამისი გეგმები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა