#დარჩიკრეატიული - საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას ხელოვანებს უთმობს

#დარჩიკრეატიული - თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისია თავის Facebook პლატფორმას ხელოვანებსა და მათ შემოქმედებას უთმობს. ინფორმაციას ამის შესახებ თბილისის საკრებულო ავრცელებს.

„ეს ონლაინ კულტურული ჰაბი ერთი მხრივ, საზოგადოებისათვის არტ-თერაპია და მეორე მხრივ, შემოქმედი ადამიანებისთვის სოციალური დისტანცირების პირობებში ახალი შემოქმედებითი პროექტების განხორციელების მოტივაცია იქნება“,- განაცხადა განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარემ, პროფესორმა თამარ ტალიაშვილმა.

თბილისის საკრებულოს ინფორმაციით, ვებ-გვერდზე აიტვირთება ქართველ შემოქმედთა სახვითი ხელოვნების, ფოტოგრაფიის, მუსიკალური, დიზაინის, პროზისა და პოეზიის აუდიო-ვიზუალური ნაწარმოები, რომელიც ახალი კორონა ვირუსის Covid- 19-ის მსოფლიოში გავრცელების შედეგად შექმნილი განსაკუთრებული ვითარების პერიოდში შეიქმნა.

თბილისის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის ახალ აქციაში ჩართვის მიზნით, ავტორებს საკუთარი ნაწარმოებები შეუძლიათ განათლებისა და კულტურის კომისიას საკუთარ Facebook გვერდზე ასატვირთად გაუგზავნონ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა