კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვა იწყება

შპს „თბილსერვის ჯგუფი“ ხვალიდან, კახეთის გზატკეცილზე საგზაო მონიშვნების დახაზვას იწყებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიიდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გზის 20-კილომეტრიან მონაკვეთზე ავტომობილების სამოძრაო ზოლები, ქვეითთა ორფეროვანი გადასასვლელები და სხვა საგზაო მონიშვნები დაიხაზება.

"საგზაო მონიშვნები მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტის საღებავით შესრულდება. იგი ასფალტზე სულ მცირე სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. ახალი საგზაო მონიშვნები ქვეითთათვის, მათ შორის შშმ პირებისთვის და საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის მაქსიმალურად კომფორტული გარემოს შექმნას ითვალისწინებს.

სამუშაოებს, რომელიც დაახლოებით, ორი კვირის განმავლობაში იწარმოებს, „თბილსერვის ჯგუფის“ თანამშრომლები ჩაატარებენ. ადგილზე მობილიზებული იქნება სპეციალური ტექნიკაც. გზის აღნიშნულ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. საზოგადოებრივი ტრანსპორტი კი შეუფერხებლად, დადგენილი სქემის მიხედვით შეძლებს გადაადგილებას,“ - ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა