გიორგი კვირიკაშვილი - მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ - მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული

მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ - მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული,- ამის შესახებ სოციალურ ქსელში საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი წერს.

მისი განცხადებით, ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, "შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან."

"მსურს გამოვხატო აღტაცება, პატივისცემა და დიდი მადლიერება საქართველოს ჯანდაცვის სფეროში მომუშავე ადამიანების მიმართ, თავდადების, პროფესიონალური ბრწყინვალების და მოქალაქეობრივი ტვირთის უზადოდ ტარებისთვის. განსაკუთრებულად იმ ადამიანებს მადლობა, ვინც სწორი და დროული მიმართულება მისცეს ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის რეაგირებას ამ ურთულეს გამოწვევაზე, რომელსაც ბევრმა, გაცილებით უკეთ დაფინანსებულმა სისტემამ სამწუხაროდ ვერ გაართვა თავი. ქედს ვიხრი თქვენს წინაშე.

მინდა ასევე მადლიერება გამოვხატო პოლიციელების, მესაზღვრეების, სამხედროების, ტრასპორტის თუ სავაჭრო სფეროში მომუშავე, და სხვა უამრავი ადამიანის მიმართ, ვინც სიცოცხლის რისკის ფასად აგრძელებს ურთულეს პირობებში მუშაობას და ქვეყნის სამსახურს.

ასევე მინდა ვთქვა, რომ მთავრობა აკეთებს შესაძლებლობის ფარგლებში ყველაფერს, რათა მძიმე შედეგები თავიდან იქნას აცილებული. ასეთ დროს ჩნდება სურვილი, რომ ერთი რიგითი მოქალაქის და ჯარისკაცის პოზიციიდან, შესაძლოა არა უაზრო, მაგრამ უკონტექსტო და სიტუაციისთვის უადგილო კრიტიკით, მინიმუმ ხელი არ შეუშალო იმას, რამაც ქვეყანა მინიმალური დანაკარგებით და რაც შეიძლება მალე უნდა გამოიყვანოს ამ მდგომარეობიდან.

ერთი კია, შორეულ ისტორიას რომ არ დავესესხო, 9 აპრილიდან მოყოლებული, ჩვენი ქვეყნის ბოლო 31 წლისთვის თვალის გადავლებითაც ცხადი ხდება, რომ შეგვძლებია ერთმანეთის სიყვარულიც, გატანაც, გაჭირვებულის დახმარებაც, თავგანწირვაც, დაუფასებელი პროფესიონალიც ბევრი გვყოლია, უბრალოდ ერთი რამ გვაქვს მეც და ყველასაც გასაკეთებელი, რომ მომავალში ყველაფერი ეს მოვახერხოთ მანამდე, სანამ ასე მოიღრუბლება, რომ ერთხელაც გვიანი აღარ იყოს",-წერს კვირიკაშვილი.

ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი