გერმანიის პრეზიდენტი - ევროპული სოლიდარობის გამოვლინებაა საჭირო - ჩვენი საზღვრის მიღმა უნდა გავიხედოთ, ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება

გერმანიის პრეზიდენტი, ფრანკ ვალტერ შტაინმაიერი ევროპულ ქვეყნებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში მეტი სოლიდარობისკენ მოუწოდებს.

„ჩვენ ჩვენი საზღვრის მიღმა უნდა გავიხედოთ. ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება“, - აღნიშნა შტაინმაიერმა.

მან გერმანიის საავადმყოფოები იტალიელი პაციენტების მიღების გამო შეაქო და დასძინა, რომ მეტი „ასეთი ევროპული სოლიდარობის გამოვლინებაა საჭირო“.

მისივე თქმით, მთავრობებმა კრიზისის დაძლევისთვის მარტო არ უნდა იმოქმედონ.

„ჩვენი მომავალი ერთმანეთისგან იზოლაციაში არ არსებობს, ჩვენი მომავალი ერთიან ცოდნაშია“, - აღნიშნა პრეზიდენტმა.

იხილეთ ვიდეო: გერმანიის პრეზიდენტი - ევროპული სოლიდარობის გამოვლინებაა საჭირო , ვირუსს ეროვნება არ აქვს და ტკივილი საზღვრებთან არ ჩერდება

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს