წყალმომარაგების კომპანია მარნეულში, მოსახლეობის სტაბილური წყლის მიწოდებისთვის შეუფერხებლად მუშაობს

მარნეულში მკაცრი საკარანტინო რეჟიმის პირობებში, წყალმომარაგების კომპანიის მარნეულის სერვის-ცენტრის ტექნიკური ჯგუფები და საავარიო ბრიგადები ყველა ჰიგიენური წესის დაცვითა და რეკომენდაციის გათვალისწინებით სამუშაოებს შეუფერხებლად აგრძელებენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

მათივე ცნობით, კომპანიის თანამშრომლებს ყოველდღიურად, 24 საათიან რეჟიმში უწევთ მუშაობა.

მარნეულის სერვის ცენტრის ტექნიკური განყოფილების უფროსის, როვშან ბაბაქიშიევის ხელმძღვანელობით, ყოველდღიურად ხორციელდება წყალმომარაგება-წყალარინების სისტემების და ქსელის გამართულად ფუნქციონირების მონიტორინგი.

ასევე, ჯგუფი მუდმივ რეჟიმში გადის საავარიო ადგილებზე დაზიანებების აღმოსაფხვრელად, რათა მარნეულის მოსახლეობას წყალი სტაბილურ რეჟიმში, შეუფერხებლად მივაწოდოთ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა