ჯანდაცვის მინისტრი ჩინური კომპანიის ტესტებზე - წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი - თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა, შესაბამისად, მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, წინასწარ მათთვის უცნობი იყო, რომ ჩინური კომპანიის ტესტები ხარვეზიანი და უვარგისი იყო.

როგორც მინისტრმა ჟურნალისტებს განუცხადა, როდესაც კომპანიამ ნოტა გამოაქვეყნა და ტესტები ქვეყნებიდან გაიწვია, მათ კონტრაქტი მომენტალურად გააუქმეს.

„წინასწარ არ ვიცოდით, რომ ეს იყო უვარგისი და ხარვეზიანი. თქვენ იცით, რომ ევროპის ქვეყნებმაც შეიძინეს ამ კომპანიისგან ტესტები. მაშინვე, როგორც კომპანიამ თვითონ გამოაქვეყნა ნოტა და ევროპის ყველა ტესტიდან თავისი ტესტები გაიწვია, ჩვენ მომენტალურად გავაუქმეთ ხელშეკრულება. თანხის გადარიცხვა ამ კომპანიაზე არ მომხდარა, შესაბამისად მათთან ჩვენი შემდგომი კონტრაქტები არ იგეგმება”, - განაცხადა ტიკარაძემ.

მისივე თქმით, ახალი ტესტების შემოტანა კვირას იგეგმება, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში დაიტესტება.

„შემდეგი შემოტანები იგეგმება კვირას. ყველა იქნება სატესტო რეჟიმში, როგორც ყველა დანარჩენი ტესტი, რომელიც აქამდე შემოდიოდა საქართველოში. მოხდება ლუგარის ლაბორატორიაში მათი დატესტვა და უკვე შესაბამისი გარანტიების შემდეგ ჩვენ განვახორციელებთ ფართომასშტაბიან შესყიდვას”, - აღნიშნა მინისტრმა.

ცნობისთვის, ჩინურმა კომპანიამ, რომლისგანაც საქართველოს ტესტები უნდა შეესყიდა, ქართულ მხარეს, მისი ზოგიერთი ტესტის წუნთან დაკავშირებით თავად შეატყობინა, რის შემდეგაც ხელშეკრულება ანულირდა.

თეა გოგოტიშვილი - სიფრთხილის და გონივრულობის გარდა გადარჩენის გზა არ გვაქვს
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2020
„ალეკო ელისაშვილი - მოქალაქეების“ ერთ-ერთი ლიდერი ქეთი თურაზაშვილი - დღევანდელი დისტანციური სწავლება თავის მოტყუებაა
„ჰიუნდაის“ ელექტრომობილი 10 000-ლარიანი ფასდაკლებით, დამტენითა და 1-წლიანი დაზღვევით - შეთავაზება, რომელიც არ უნდა გამოგრჩეთ
ლიბერთი ბანკი სამომხმარებლო და ბიზნეს სესხებზე აქციას იწყებს
ევროკრედიტში საჩუქრების დროა  აირჩიე ის, რაც გაგიხარდება
"სილქნეტმა" ვირტუალური ოპერატორების სავალდებულო დაშვებასა და ამასთან დაკავშირებულ შესაძლო რისკებთან დაკავშირებით საფუძვლიანი კვლევები ჩაატარა
კატარის ავიახაზები 15 დეკემბრიდან მე-5 ახალ მიმართულებას ამატებს სან ფრანცისკოს მიმართულებით და კიდევ უფრო აფართოებს ამერიკის შეერთებული შტატების ქსელს
გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაცია კომპანია “GM Pharma”-ში
ლივომ უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვის პროცესის გამარტივებისთვის სერვისების 80% გააციფრულა