ალეკო ელისაშვილი ბავშვებს კვირაში ერთხელ ისტორიის ონლაინ გაკვეთილს ჩაუტარებს

რადგან ყველა სახლშია ჩაკეტილი, მათ შორის ბავშვებიც და ყველა ინტერნეტში ადევნებს თვალყურს ყველაფერს, ამიტომ გადავწყვიტე სკოლის მასწავლებლებს შევეხიდო და ბავშვებს ისტორიის მოკლე გაკვეთილები ჩავუტარო , - ამის შესახებ "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" "სამოქალაქო მოძრაობიდან" აცნობეს, ალეკო ელისაშვილს მასწავლებლად მუშაობის გამოცდილებაც აქვს. ის თბილისის ერთ-ერთ სკოლაში ბავშვებს ისტორიას, რამდენიმე თვის განმავლობაში ასწავლიდა.

"გარკვეული პრაქტიკა მაქვს პედაგოგიური, ამიტომაც ამ ჟამიანობისა და სახლში ჯდომის დროს, ბარემ მცირე სასარგებლო საქმითაც დავკავდები. ჩემი აზრით, ქვეყნის სიყვარული და კარგი მოქალაქეობა, ისტორიის ცოდნიდან და გააზრებიდან იწყება. ასე რომ, ცოდნის გაღრმავებისა და თავშესაქცევად, კვირაში ერთ გაკვეთილს შევთავაზებ ხოლმე მშობლებს და ბავშვებს", - ამბობს "სამოქალაქო მოძრაობის" ლიდერი.

მათივე ინფორმაციით, ალეკო ელისაშვილის ისტორიის ვიდეო გაკვეთილების ნახვა, მის "ფეისბუქ" გვერდზეა შესაძლებელი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა