ქართველ ჯარისკაცებს საქართველოში დამზადებული პირბადეები გადაეცათ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისიტროს ორგანიზებით, თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული მრავალჯერადი გამოყენების პირბადეების პირველი პარტია გადაეცა.

როგორც "ინტერპრესნიუსს" ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, აღნიშნული დეფიციტური პროდუქტი საქართველოში დაავადებათა კონტროლის ცენტრისა და ლუგარის ლაბორატორიის მიერ დამტკიცებული სტანდარტებითაა დამზადებული. პირბადეები დოლბანდისგანაა შეკერილი და მათი გამოყენება პოლიპროპილენის პირბადეებისგან განსხვავებით, საყოფაცხოვრებო პირობებში მრავალჯერ შეიძლება.

უწყების ცნობით, ქართული წარმოების პირბადეები უკვე დაურიგდათ 70 წელს გადაცილებულ ქრონიკული დაავადებების მქონე პენსიონერებს, საპატრულო პოლიციის წარმომადგენლებსა და სხვა მოხელეებს, რომლებსაც სამსახურებრივი საქმიანობიდან გამომდინარე ყოველდღიური და ხშირი შეხება აქვთ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან, ასევე იმ სასტუმროების პერსონალს, სადაც საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებითა და დაავადებათა კონტროლის ცენტრის სტანდარტებით საკარანტინო ზონებია შექმნილი.

ამასთან, მათი განმარტებით, პირბადეების გადაცემის პროცესი მომავალშიც გავრცელდება.

კორონავირუსთან დაკავშირებით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით და ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ორგანიზებით, საქართველოში დეფიციტური ჰიგიენური პროდუქტის - პირბადეების წარმოება დაიწყო.

იხილეთ ვიდეო: შეიარაღებულ ძალებს საქართველოში დამზადებული პირბადეების პირველი პარტია გადაეცა

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა