გია ვოლსკი - საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება

„საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ხდება იმ წუთში, როგორც კი ამის აუცილებლობა დგება. ეს დამოკიდებულია იმ მონაცემებზე, რაც კონკრეტულ შემთხვევაში გააჩნია ქვეყანას და იმ პერსპექტივის ანალიზზე, რომელიც მაღალ პროფესიონალურ დონეზე კეთდება“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული არც კარანტინის გამოცხადება და არც სხვა ზომების გატარება.

„თუკი მოხდა საგანგებო მდგომარეობის გამკაცრება ან საკარანტინო რეჟიმის გამოცხადება ეს იქნება დამყარებული არა რომელიმე პოლიტიკოსის გადაწყვეტილებზე, ან პოპულისტურ ქმედებებზე, რაც ჩვენს ოპონენტებს ბოლო პერიოდში დასჩემდათ, არამედ ჩამოყალიბებულ, მეცნიერულად გაანალიზებული ვითარების საფუძველზე“, - აღნიშნა ვოლსკიმ.

იხილეთ ვიდეო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა