გია ვოლსკი - „ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი - კორონავირუსის საშიშროება

„ნაციონალური მოძრაობის“ მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი - კორონავირუსის საშიშროება. ამ ორი კომპტონენტით ცდილობენ, რომ საქართველოში დესტრუქციული პროცესები განავითარონ,“ - ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ინიციატივას ქართველი ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნებასთან დაკავშირებით. ვოლსკის თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივებას ცდილობს.

„ოპონენტებმა მცირე რეპეტიცია გაიარეს ზუგდიდში, თუმცა მათ დაგეგმილ აქციაზე რეაგირება საკმაოდ უარყოფითი იყო. მათ ვერ შეძლეს ვერც სამოქალაქო საზოგადოებაში დაპირისპირების გამოწვევა და ვერც იქ შეკრებილი საზოგადოების ხელისუფლებასთან დაპირისპირება. ახლა კიდევ აპირებენ ასეთ აქციებს. ეს გარკვეულწილად არის სამოქალაქო დაპირისპირების გაღვივების მცდელობა, როდესაც მათი მთავარი სტრატეგიული პოზიცია არის ხალხის ზურგს უკან ამოფარება და მთავარი იარაღი - კორონავირუსის საშიშროება. ამ ორი კომპტონენტით ცდილობენ, რომ საქართველოში დესტრუქციული პროცესები განავითარონ,“ - განაცხადა ვოლსკიმ.

ამასთან, მისივე თქმით, რესურსების მობილიზაცია და ემიგრანტების ჩამოყვანა არის ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე და ასევე, არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა.

„ემიგრანტებთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვრცელი ინფორმაცია გამოაქვეყნა, სადაც იმ არაერთი მასიური ღონისძიებების ჩამონათვალია, რაც ჩვენმა სახელმწიფომ ემიგრანტებთან და დიასპორის წარმომადგენლებთან დაკავშირებით განახორციელა. ჩამოყვანის ყველა ფაქტია მოყვანილი და დაგეგმილი რეისებია გამოცხადებული, შესაბამისობაშია საკარანტინო რესურსებთან, რომელიც საქართველოს გააჩნია. რესურსების მობილიზაცია და ჩამოყვანა არის ერთმანეთთან სრულ შესაბამისობაში, რათა ჩამოყვანილმა ხალხმა თავის თავს არ შეუქმნას საფრთხე და ასევე, არ შეიქმნას ეს ქაოტური მდგომარეობა. გეგმაზომიერება ამ საქმეში არის საგანგებოდ მნიშვნელოვანი. ინტენსიური მუშაობა მიმდინარეობს და ვფიქრობ, ჩვენი სახელმწიფოს შეძლების ფარგლებში არის უპრეცედენტო. მუშაობა მიმდინარეობს და ეს მუშაობა არ შეწყდება, გაგრძელდება საკმაოდ მაღალი ინტენსივობით, “-განაცხადა გია ვოლსკიმ.

ცნობისთვის, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მზაობა გამოთქვა, რომ მთავრობასთან კოორდინაციით ემიგრანტების სამშობლოში დაბრუნება უზრუნველყოს.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა