საქართველოში დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი შემოდის და 21:00 საათიდან 06:00 საათამდე ქვეყანაში გადაადგილება იკრძალება

საქართველოში დღეიდან ე.წ. კომენდანტის საათი ამოქმედდება და 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ტრანსპორტის და ქვეითად მოსიარულეთა გადაადგილება იკრძალება.

როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ე.წ. კომენდანტის საათი საყოველთაო კარანტინის ფარგლებში დაწესდა.

„საგანგებო მდგომარეობის ვადით ცხადდება ფაქტობრივად სრული კარანტინი და 21:00 საათიდან იკრძალება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით ქალაქებში და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება დილის 06:00 საათამდე. ფაქტობრივად ეს ნიშნავს, რომ ქვეყნის მასშტაბით 21:00 საათიდან დილის 06:00 საათამდე ცხადდება ე.წ. საკომენდანტო საათი“, - განაცხადა გახარიამ.

პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ე.წ. კომენდანტის საათი 31 მარტის 21:00 საათიდან გამოცხადდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება