70 წელს გადაცილებულ მოქალაქეებს უკიდურესი აუცილებლობის გარდა დღეიდან  სახლიდან გასვლა ეკრძალებათ

70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს დღეიდან სახლიდან გასვლა ეკრძალებათ იმ შემთხვევაში, თუ ისინი არ მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიაში, აფთიაქსა და სამედიცინო დაწესებულებაში.

მთავრობის გადაწყვეტილებით, აღნიშნული მოქალაქეებისთვის აკრძალვა ქვეყანაში გამოცხადებული საყოველთაო კარანტინის ფარგლებში შემოდის.

„აკრძალულია 70 წელზე ზემოთ ჩვენი მოქალაქეების სახლიდან გასვლა გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ისინი მიდიან უახლოეს სასურსათო მაღაზიებში, უახლოეს აფთიაქსა და უახლოს სამედიცინო დაწესებულებაში. იმ შემთხვევაში თუ ჩვენი 70 წელს გადაცილებული მოქალაქეები არიან მარტოხელები, ეკონომიკის სამინისტროს, ჯანდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს ვალდებულება აქვთ, რომ მათ დაეხმაროს,“- განაცხადა გიორგი გახარიამ გუშინ გამართულ ბრიფინგზე.

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა