კომპანია “გრინჰილი“ უერთდება COVID-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას და ამ მიზნით სახელმწიფო ფონდში 100,000 ლარი ჩარიცხა

მაღალი სამოქალაქო და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის ფარგლებში, კომპანია „გრინჰილმა“ მიიღო გადაწყვეტილება და კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის მიზნით სახელმწიფო ფონდში StopCov გადარიცხა 100 000 ლარი. შემოწირულობა გაიხარჯება ეპიდემიის დამარცხების მიზნით, სახელმწიფოს მიერ იდენტიფიცირებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად.

აღსანიშნავია, რომ კომპანია „გრინჰილი“ აგრძელებს მშენებლობას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული რეკომენდაციების საფუძველზე.

აღნიშნული ღონისძიება არის ის მცირედი, რითიც კომპანია გამოხატავს სოლიდარობას და თანადგომას საზოგადოების მიმართ. თუმცა ეპიდემიის დასამარცხებლად თითოეული ჩვენგანის სოციალური პასუხისმგებლობის გააზრებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება.

(R)

გია ხუხაშვილი - ხელისუფლებამ მონოპოლიების, კარტელების, ოლიგოპოლიების შექმნას უნდა შეუშალოს ხელი - თუ ქვეყანაში პოლიტიკური რისკებისაგან დაზღვეული ჯანსაღი კონკურენტული გარემო შეიქმნა, ასეთ შემთხვევაში ფასები თავისთავად დარეგულირდება
სადირ ჯაპაროვის პრეზიდენტობის ხუთი წელი: მთავარი გამოცდა ჯერ კიდევ წინაა
ქართული პრესის მიმოხილვა 26.01.2026
„ნიკორამ“ ახალი, მაღალტექნოლოგიური ქარხანა გახსნა