ნიუ-იორკის გუბერნატორი - აუხსენით ტრამპს, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის, ეს ცუნამია, რომელიც მოდის

ნიუ-იორკის გუბერნატორი მედიცინის მუშაკებს დახმარებას სთხოვს. ის მოუწოდებს ექიმებს, ჩავიდნენ შტატში, რადგან ახლა ნიუ-იორკს დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება.

„გთხოვთ, მოდით, დაგვეხმარეთ ახლა ნიუ-იორკში. თქვენ ხედავთ როგორ ვრცელდება ვირუსი მთელ შტატში, ხედავთ როგორ ვრცელდება მთელ სახელმწიფოში. არც ერთი ამერიკელი არ არის დაცული ამ ვირუსისგან. უდიდესი დანაკარგი გვაქვს, უდიდესი ტკივილი და ცრემლები“,-განაცხადა ენდრიუ კუომომ.

კუომომ ქვეყნის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპიც გააკრიტიკა და განაცხადა, რომ მას უნდა აუხსნან, რომ პოლიტიკური წვრთნები არ მიმდინარეობს.

„მეცნიერები, პროფესიონალები უნდა ადგნენ, თვალებში ჩახედონ პრეზიდენტს და აუხსნან, რომ ეს პოლიტიკური წვრთნები არ არის. ეს არც პრესასთან ურთიერთობის საკითხებია. ეს ცუნამია, რომელიც მოდის“,-დასძინა კუომომ.

ცნობისთვის, აშშ-ში კორონავირუსის დადასტურებულმა შემთხვევებმა 164 000- გადააჭარბა. ვირუსით ყველაზე მეტი ინფიცირებული და გარდაცვლილი ნიუ-იორკშია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა