ანა ნაცვლიშვილი - “ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო”, მაშინ, როცა კარანტინია, "ესენი" სკამებს ინაწილებენ

“ქურდს რა უნდოდა და ბნელი ღამეო”, მაშინ, როცა კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული, "ესენი" სკამებს ინაწილებენ, - ასე ეხმაურება პოლიტიკური გაერთიანება “ლელო საქართველოსთვის" პოლიტსაბჭოს წევრი ანა ნაცვლიშვილი უზენაეს სასამართლოში პლენუმის სხდომას, სადაც დღის წესრიგით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს წევრის დანიშვნაა გათვალისწინებული.

“მაშინ, როცა კარანტინი და კომენდანტის საათია გამოცხადებული, მთელი ქვეყანა საგონებელშია, როგორ გადაიტანოს პანდემია და მისით გამოწვეული ეკონომიკური კოლაფსი, "ესენი" სკამებს ინაწილებენ! ჯერ, სამართალდამცავებით გარშემორტყმულმა პარლამენტმა, უპრეცედენტო საშინაო და საგარეო მიუღებლობის ფონზე, აირჩია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეები; ახლა კი ეს მოსამართლეები უკანა კარიდან საკონსტიტუციო სასამართლოში შეიყვანენ თავისიან მოსამართლეს. ცნობისთვის, საკონსტიტუციო სასამართლოში, ამ ორგანოს ბუნებიდან გამომდინარე, ერთ მოსამართლესაც იმხელა ძალა აქვს, რომ ქვეყნის განვითარების ტრაექტორია და ისტორია შეუძლია შეცვალოს!" - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

მირიან მირიანაშვილი - ხელისუფლებამ სტრატეგიული შეცდომა დაუშვა, როცა უარი თქვა პრემიერის აშშ-ში ოფიციალურ მიწვევაზე
გიორგი ბილანიშვილი - ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, ერთმნიშვნელოვნად მოსკოვის ინტერესებში შედის
ქართული პრესის მიმოხილვა 02.05.2024
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს