ირაკლი ჩიქოვანი - მთავრობის ცხელი ხაზის, 144-ის მუშაობა გაუმჯობესდება

პრემიერ-მინისტრის პრესსპიკერი ირაკლი ჩიქოვანი მთავრობის ცხელი ხაზის გადატვირთულობის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.

მისი თქმით, ცხელი ხაზის მუშაობა გაუმჯობესდება და მოქალაქეებს ინფორმაციის მიღების შესაძლებლობა ექნებათ.

„როგორც იცით, ამოქმედდა საქართველოს მთავრობის ერთიანი ცხელი ხაზი - 144. გუშინდელი დღიდან ანუ გამოცხადებიდანვე ზარების ძალიან დიდი ოდენობა შემოვიდა, რომლის შედეგადაც ჩვენს თანამოქალაქეებს მოუწიათ რამდენჯერმე დარეკვა ან შეყოვნება, ამასთან დაკავშირებით ამ უხერხულობისთვის ვუხდით ბოდიშს. თუმცა, ამ ხაზის შესაძლებლობები კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და ინფორმირებულობა ასევე იქნება უზრუნველყოფილი. ჩვენს თანამოქალაქეებს ამ ხაზის მეშვეობით ექნებათ საშუალება მიიღონ სრული ინფორმაცია იმ შეზღუდვებთან დაკავშირებით და სრულად იყვნენ ინფორმირებულები იმ საკითხებზე, რა შეზღუდვებიც არის ამოქმედებული,“ - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.

შეგახსენებთ, ცხელი ხაზის ამოქმედების გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს გუშინდელ სხდომაზე იქნა მიღებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა