„თავისუფალი საქართველო“ - დღევანდელი და წინა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გაცემული არაერთი დაპირების მიუხედავად, ზვიად გამსახურდიას საქმე კვლავაც გამოუძიებელია

პარტია „თავისუფალი საქართველო“ დამოუკიდებელი საქართველოს მოქალაქეებს, საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას დაბადების დღესა და დამოუკიდებლობის შესახებ რეფერენდუმის 29-ე წლის თავს ულოცავს.

როგორც პარტიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, წელს, გლობალური პანდემიიდან და საკარანტინე ზომებიდან გამომდინარე, „თავისუფალი საქართველო“ არ მართავს საიუბილეო ღონისძიებებს.

„მიუხედავად, როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან გაცემული არაერთი დაპირებისა, პირველი პრეზიდენტის საქმე კვლავაც გამოუძიებელია. ბოლოს ასეთი დაპირება გაიცა ყოფილი უდიპლომო გენერალური პროკურორის, თადუმაძის მიერ, რომელმაც „პირად კონტროლზე“ აიყვანა გამოძიება, თუმცა საქმე არც ამის შემდეგ დაძრულა თაროდან. ასევე, კვლავინდებურად არ არის მიღებული კანონი პოლიტიკური რეპრესიების მსხვერპლთა შესახებ და ადამიანებს, რომლებიც დაზარალდნენ 90-ანი წლების დასაწყისში მხედრიონისა და სხვა კრიმინალური ფორმირებების მიერ ჩადენილი დანაშაულების შედეგად, არ აქვთ მინიჭებული პოლიტიკური რეპრესიის მსხვერპლის სტატუსი. სახელმწიფო კვლავინდებურად ყველანაირად ცდილობს, მიჩქმალოს პირველი პრეზიდენტის ღვაწლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. სასკოლო სახელძღვანელოებში და და სხვა ოფიციალურ გამოცემებში, მას მოიხსენიებენ დიქტატორად. სახელმწიფომ 2014 წელს ოფიციალურად განაცხადა უარი თბილისის აეროპორტისათვის მისი სახელის მინიჭებაზე, ხოლო მიუხედავად, ჩვენი მრავალწლიანი ბრძოლისა, დღემდე ვერ იქნა მიღწეული, რომ ზვიად გამსახურდიას სანაპიროზე (რომელსაც მხოლოდ ფორმალურად ეწოდება ასე), ამ სახელით თუნდაც ერთი აბრა იქნას დამონტაჟებული. ამაზე მთავარი პასუხისმგებლობა ეკისრება იუსტიციის მინისტრს თეა წულუკიანს, რომლის უწყებაც დამისამართების დოკუმენტებში ზვიად გამსახურდიას სანაპიროს მოიხსენიებს, როგორც „სანაპიროს ქუჩას“. ყოველივე ზემოთ თქმულიდან მიგვაჩნია, რომ როგორც დღევანდელი, ისე წინა ხელისუფლების წარმომადგენლები, ნაკლები რიხით უნდა საუბრობდნენ ამ დღეს ზვიად გამსახურდიაზე, როგორც ეროვნულ გმირზე და სახელოვან მოღვაწეზე, ვინაიდან, არცერთ მთავრობას თითი-თითზე არ დაუდია აღნიშნული საკითხების გადაწყვეტისათვის.

პარტია „თავისუფალი საქართველო“, როგორც ეროვნულ გამანთავისუფლებელი მოძრაობის პოლიტიკური ხაზის გამგრძელებელი, ყველა ზემოაღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით გააგრძელებს უკომპრომისო ბრძოლას მომავალშიც”, - ნათქვამია "თავისუფალი საქართველოს" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა