საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც გასულ კვირას ვლადიმერ პუტინი ესტუმრა, კორონავირუსი დაუდგინდა

საავადმყოფოს მთავარ ექიმს, რომელსაც რამდენიმე დღის წინ რუსეთის პრეზიდენტი, ვლადიმერ პუტინი სტუმრობდა, კორონავირუსი დაუდგინდა. ინფორმაციას „რია ნოვოსტი“ ავრცელებს.

„ძვირფასო მეგობრებო, დიახ, მე დამიდგინდა კორონავირუსი. თავს კარგად ვგრძნობ. იზოლირებული ვარ საკუთარ კაბინეტში“,- წერს ექიმი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

გასულ კვირას, აღნიშნული საავადმყოფო ვლადიმერ პუტინმა მოინახულა და შეხვედრა გამართა ექიმებთან, მათ შორის ინფიცირებულ დენის პრიცენკოსთან.

თემაზე კომანტარი გააკეთა კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა. მისი თქმით, პრეზიდენტს რეგულარულად უტარდება ტესტები კორონავირუსზე.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი ლაბაძე - რომ არა გარდაუვალი აუცილებლობა, აშშ ირანში ასეთ მასშტაბურ საგარეო სამხედრო კამპანიაში ალბათ არ ჩაერთვებოდა
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება