თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის ინფორმაციით, მათთან მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა

თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კლინიკური დირექტორის, კახა ბეროზაშვილის განცხადებით, კლინიკაში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა.

მისი თქმით, პაციენტს პნევმონია აღენიშნება.

„პაციენტი შემოსულია ჩივილებით: საერთო სისუსტე, ცხელება, ყელის ტკივილი, ჩატარდა კლინიკურ-ლაბორატორიული გამოკვლევები. გამოვიძახეთ ლუგარის ლაბორატორია, ჩატარდა კვლევა და კორონავირუსზე დადებითი პასუხი მივიღეთ. მას შემდეგ ეს პაციენტი სპეციალურ პალატაშია მოთავსებული. მიმდინარეობს მკურნალობა დამტკიცებული გაიდლაინის მიხედვით. ზოგადი მდგომარეობა პაციენტის არის საშუალო სიმძიმის და აღენიშნება პნევმონია.

რაც შეეხება კლინიკის გადაკეთებას ფუნქციურად ე.წ. ცხელების ცენტრად, ეს მოხდა 28 მარტის ბრძანებით. სხვა პაციენტების, ზოგადი სომატური პაციენტების მიღება ჩვენთან შეჩერებულია. ვიღებთ მხოლოდ დაუზუსტებელი ცხელებით პაციენტებს და ხდება მათი გამოკვლევა“,-განაცხადა კახა ბეროზაშვილმა.

ცნობისთვის, თბილისის ზღვის ჰოსპიტალში კორონავირუსის პირველი შემთხვევა გამოვლინდა. ინფიცირებული 50 წლის მამაკაცია,რომელსაც მეზობელ ქვეყანაში მოგზაურობის ისტორია აქვს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა