თამარ გაბუნია - ლაბორატორიების მზაობის შეფასება მიმდინარეობს და დაახლოებით 7 ლაბორატორიაა უკვე იდენტიფიცირებული, სადაც შესაძლებელია PCR ტესტირების გავრცელება

ლაბორატორიების მზაობის შეფასება მიმდინარეობს და დაახლოებით 7 ლაბორატორიაა უკვე იდენტიფიცირებული, სადაც შესაძლებელია ოქროს სტანდარტის, ანუ PCR ტესტირების გავრცელება,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო სხდომის დასრულების შემდეგ „ინტერპრესნიუსის“ შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა.

რაც შეეხება სწრაფ ტესტებს, როგორც თამარ გაბუნია აღნიშნავს, ისინი ცხელების მიმართულებით და covid19 –ის მართვისთვის მობილიზებულ კლინიკებში გავრცელდება.

ამასთან, თამარ გაბუნია ამბობს, რომ ჯერჯერობით ტესტებზე ფასი დადგენილი არ არის და ბაზრის ანალიზი მიმდინარეობს.

„იმ შემთხვევაში, როცა ჩვენ ვსაუბრობთ სწრაფ ტესტებზე, სწრაფი ტესტებისთვის ჩვენ ორგანიზებულად გავაკეთებთ იმ კლინიკების მობილიზებას და პერსონალის ტრენინგს, რომელიც უკვე ჩართულია ან ცხელების მიმართულებით ან covid19 –ის მართვისთვის. რაც შეეხება ფასის დადგენას, აქ არის გარკვეული სამუშაო შესასრულებელი, რადგან საბაზრო ფასის დადგენა ამ ეტაპზე რთულია, როგორც მოგეხსენებათ ასე თავისუფლად უბრალოდ, პროდუქტი არ არის ბაზარზე ხელმისაწვდომი. ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნების მთავრობებთან იმისთვის, რომ ორგანიზებულად და ცენტრალიზებულად მოვახერხოთ ტესტების შემოტანა ქვეყანაში. ერთი მარეგულირებელი ჩარჩო, რომელმაც უკვე დაადგინა, რა ტესტი როდის შეიძლება გამოყენოთ ეს არის ალგორითმით, რაც შეეხება უშუალოდ ტესტის ფასს, ჯერჯერობით ტესტების უდიდესი ნაწილი , რომელიც ქვეყანაში შემოდის ეს იქნება ცენტრალიზებული შესყიდვის გზით. ერთეული სხვა ლაბორატორია და ის მიმწოდებელი, რომელიც აქამდე აწარმოებდა ამ საკითხს და შემოიტანა გარკვეული რაოდენობა ტესტების, მათთან მიმართებაშიც განისაზღვრება ფასი, თუმცა, ფასის დადგენისთვის გარკვეული ბაზრის ანალიზი მიმდინარეობს და უმოკლეს პერიოდში ეს ფასიც დადგინდება. მანამდე, ის ტესტები, რომელიც ალგორითმით არის გათვალისწინებული და იქნება ჩატარებული ეპიდემიური ან სამედიცინო კლინიკური ჩვენებების მიხედვით დაიფარება სერვისის ნაწილში, ანუ სახელმწიფო ამას დაფარავს,“- განაცხადა გაბუნიამ.

შეგახსენებთ, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის თქმით, პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა, რომ კორონავირუსზე ტესტის ფასი განისაზღვროს.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი