სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი - წირვის ჩატარება საკურთხეველში და მრევლში დისტანციის დაცვა არის ის, რასაც ექიმები ითხოვენ და შევასრულებთ, დანარჩენი მიგვაჩნია ეკლესიის დევნად

წირვა საკურთხეველში რომ ჩატარდეს, მრევლმა სოციალური დისტანცია დაიცვას ტაძარშიც და გარეთაც და ისე ეზიარონ. ეს არის ის, რასაც ჩვენგან ექიმები ითხოვენ (ანუ სოციალური დისტანციის დაცვა), და ამას რა თქმა უნდა, ღვთის შეწევნით შევასრულებთ, - ამის შესახებ სხალთის მთავარეპისკოპოსი სპიროდონი (აბულაძე) აცხადებს.

რაც შეეხება წირვა-ლოცვის დროებით შეჩერებას, მისი შეფასებით, ეს არის ეკლესიის დევნა.

„დანარჩენი, ანუ წირვის გარეთ ჩატარება და ტაძარში ხალხის არ შეშვება (მიუხედავად იმისა, რომ სოციალური დისტანციის მოთხოვნა დაცული იქნება), მიგვაჩნია მცდელობად მღვდელმთავრისა და სამღვდელოების საკურთხევლიდან და ტაძრიდან და ხალხის ტაძრიდან გამოგდებისა და შესაბამისად მიგვაჩნია ეკლესიის დევნად. ასე ნაბიჯ-ნაბიჯ, შეიძლება ჩვენივე ხელით ტაძრები დაგვაკეტინონ. სდექით მტკიცედ და შეურყევლად“, - წერს მთავარეპისკოპოსი სპირიდონი.

ესტონეთის ელჩი - მიმდინარე კვირას თბილისს ვტოვებ - ჩემი წასვლა ასახავს თუ არა საქართველო-ესტონეთის არსებულ ურთიერთობას? - რა თქმა უნდა, ასახავს, ამის დამალვა არ შემიძლია!
ქართული პრესის მიმოხილვა 09.03.2026
გიორგი მელაშვილი - „ქართული ოცნების“ ქმედებების გამო მცირდება როგორც საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების შანსები, ასევე ჩვენი სატრანზიტო ფუნქცია
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება