ირანის პრეზიდენტი - აშშ-მა დაკარგა შანსი ბოდიში მოეხადა ირანელი ერისთვის

აშშ-მა დაკარგა შანსი ბოდიში მოეხადა ირანელი ერისთვის, - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ჰასან როუჰანიმ მთავრობის სხდომის დროს განაცხადა, რომელიც პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. მისი თქმით, ვაშინგტონს შანსი ჰქონდა ირანელებისთვის ეჩვენებინა, რომ ის მათ წინააღმედ არ იბრძვის.

„აშშ-მა დაკარგა საუკეთესო შესაძლებლობა, რომ სანქციები მოეხსნა. ეს დიდი შანსი იყო, რომ ბოდიში მოეხადათ და გაეუქმებინათ უსამართლო სანქციები ირანისთვის. მათ შეეძლოთ ეს შესაძლებლობა გამოეყენებინათ იმისთვის, რათა ირანელი ერისთვის ეთქვათ, რომ ის მათი წინააღმდეგი არ არის“,-აღნიშნა როუჰანიმ.

მისივე თქმით, ირანი ბევრად წარმატებით უმკლავდება კორონავირუსის გამოწვევას ვიდრე სხვა ქვეყნები.

„ჩვენ მხოლოდ საკუთარ თავზე ვართ დამოკიდებულები ამ ბრძოლაში და ბევრად წარმატებულად ვართმევთ თავს ამ გამოწვევას, ვიდრე სხვა ქვეყნები“,-აღნიშნა როუჰანიმ.

ცნობისთვის, ოფიციალური მონაცემებით, ირანში კორონავირუსის 47593 დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსრებული. ვირუსით ქვეყანაში 3036 ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ვიდეო

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი