შს მინისტრის ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, ჯამში 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირია დაჯარიმებული

შინაგან საქმეთა მინისტრის, ვახტანგ გომელაურის განცხადებით, საგანგებო სიტუაციის რეჟიმის დარღვევისთვის, მისი ამოქმედებიდან დღემდე, ჯამში დაჯარიმებულია 350-მდე მოქალაქე და 15-მდე იურიდიული პირი.

როგორც გომელაურმა აღნიშნა, ჯარიმების გამოწერა არავის უხარია.

„მთლიანობაში 350-მდე მოგვიწია სამწუხაროდ [ჯარიმის დაწერა]. არავის გვიხარია არც ჩვენ, არც რიგით პოლიციელებს და არც ხელმძღვანელობას ჯარიმები ვუწეროთ ჩვენს მოქალაქეებს, თუმცა იძულებული ვართ ეს გავაკეთოთ. 350-მდე ადამიანი დაჯარიმდა და 15-მდე საწარმო“, - განაცხადა გომელაურმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
Bolt-ის აპლიკაციაში მგზავრობის დაგეგმვა 90 დღით ადრე შეგიძლიათ
სილქნეტი „დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის“ საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს