სოციალურ ქსელში შეიქმნა სპეციალური ჯგუფი, რომელიც ბავშვების იზოლაციაში ყოფნის პერიოდში მათ ჯანმრთელობაზე, განვითარებასა და გართობაზე ზრუნვას უკავშირდება

პედიატრიული ქირურგიის ცენტრ “კიდკოს” ინიციატივით შეიქმნა ჯგუფი სოციალურ ქსელში (KidCo-Vid ვიზრუნოთ ბავშვებზე ეპიდემიისას), სადაც მშობლებს/მეურვეებს მიეწოდებათ ინფორმაცია და ასევე საშუალებები, რომ ერთი მხრივ იზოლაციაში მყოფი ბავშვების უსაფრთხოებაზე ვიზრუნოთ და მეორე მხრივ ხელი შევუწყოთ მათ გონებრივ და ფიზიკურ განვითარებას, და ხალისისა და გართობის შესაძლებლობებიც შევთავაზოთ.

კომპანია მოუწოდებს ამ თემით დაინტერსებულ ადამიანებს, პროფესიონალებს, რომ გაწევრიანდნენ და თავიანთი წვლილი შეიტანონ ამაში.

ჯგუფში უკვე დაგეგმილია:

  • პროფილური ექიმების „ცოცხალი ჩართვები“, როგორც უსაფრთხოების ნორმებზე, ისე ფსიქოლოგიურ მხარდაჭერაზე, სწორ კვებასა და ცხოვრების რეჟიმზე;
  • ცალკე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდება ქრონიკული და რისკის მქონე ჯგუფის ბავშვებზე ზრუნვასთან დაკავშირებული პირობების დაცვაზე;
  • ასევე დაგეგმილია სხვა კომპანიებთან თანამშრომლობა, რომლებიც ბავშვებისთვის საჭირო პროდუქტებს ქმნიან (წიგნები, სათამაშოები, სპორტული ინვენტარი) და ჯგუფი დისტანციურ რეჟიმში მათთვის ხელმისაწვდომს გახდის და სხვ.

ჯგუფის ადმინისტრაცია მზად არის, მიიღოს რეკომენდაციები, შენიშვნები ჯგუფის ნაყოფიერების გასაზრდელად და უფრო ეფექტური მუშაობისთვის.

პედიატრიული ქირურგიის ცენტრი „კიდკო“ გასულ წელს შეიქმნა და „სინერჯი კაპიტალის“ პორტფელური კომპანიაა.

აღნიშნულ ინფორმაციას "სინერჯი კაპიტალი" ავრცელებს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა