StopCoV ფონდში უკვე 20 მლნ 500 ათასი ლარია მობილიზებული

ბიზნესომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, 1 აპრილის, 18:00 საათის მდგომარეობით, StopCoV ფონდში მობილიზებულმა თანხამ 20 მლნ 500 ათასი ლარი შეადგინა.

„COVID-19 ვირუსის წინააღმდეგ ბრძოლისთვის ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით StopCoV ფონდი შეიქმნა.

#StopCoV ფონდში აკუმულირებული თანხა, პრემიერ-მინისტრის ინიციატივით შექმნილი პლატფორმის ფარგლებში, ბიზნესომბუდსმენის აპარატისა და კერძო სექტორის კოორდინაციით, იდენტიფიცირებული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად მიემართება.

ფონდში შენატანები განახორციელეს როგორც კომპანიებმა, ასევე ფიზიკურმა პირებმა: ბევერილი ჯგუფი- 100 ათასი ლარი; შპს „აისბერგ ფოთი“- 100 ათასი ლარი; მოწინავე სამედიცინო ტექნოლოგიები და სერვისი - 25 ათასი ლარი; ახალი ჰორიზონტი -20 ათასი ლარი; მწვანე ოფისი- 30 ათასი ლარი; კომპანია ზოდი- 20 ათასი ლარი; ბიოქიმფარმი -10 ათასი ლარი; ბესტი ჯგუფი- 3 ათასი ლარი; შპს „ბათუმის ბლოკი“- 3 ათასი ლარი; Universal Intralogistics-1000 ლარი.

ჩარიცხვა ყველას შეუძლია: https://stopcov.ge/ka/Fund

მადლობა ერთიანობისთვის“, - ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა