ირაკლი მეზურნიშვილი - "ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან ბრძოლას, ასევე ეკონომიკურ გამოწვევებს

"ქართული ოცნების“ გუნდი აღმოჩნდა ძალიან თანმიმდევრული, ვგულისხმობ, როგორც პანდემიასთან და თვითონ ვირუსთან ბრძოლას, ასევე ეკონომიკურ გამოწვევებს, რადგან პანდემია მეორე პლანზე, რომ გადავდოთ ეკონომიკაზე უკვე არის დიდი დარტყმა გლობალურად. ჩვენ მაქსიმალურად მომზადებული უნდა შევხვდეთ და თუ ეს შესაძლებელია მინიმალური დანაკარგით დავძლიოთ პოსტკრიზისული პერიოდი, რომელიც აუცილებლად დადგება პანდემიის დაძლევის შემდგომ“, - აღნიშნულის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ირაკლი მეზურნიშვილმა “პალიტრანიუსის” გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი” სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია თუნდაც იმისთვის, რომ სოფლის მეურნეობის მიმართულებით მოხდეს გარკვეული სტიმულირება, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ არ ხდება ინფრასტრუქტურული პროექტების შეჩერება და პირიქით, მათი სტიმულირება ხდება.

„ორმილიარდიანი პაკეტი“ რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ წავა დახმარებაში. როდესაც „პირველი პაკეტით“ მოხდა მილიარდზე მეტი თანხის მობილიზება, ის დარჩა კერძო სექტორში. შემდგომ უკვე დღეს დაანონსებული „ორმილიარდიანი პაკეტი“, რომელიც რა თქმა უნდა, არ იქნება საკმარისი, ყველა პრობლემის და გამოწვევის საპასუხოდ, მაგრამ ძალიან დიდი მოცულობის თანხაა, რომელიც პირდაპირ ასევე წავა დახმარებაში. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სამუშაო ადგილები და სტიმულირება მივცეთ ეკონომიკას. ჩვენ უნდა გვქონდეს ჩვენი ანტიკრიზისული გეგმა, რომელზეც ყოველდღიურად ვმუშაობთ და ზუსტადაც, რომ ამ ორი მილიარდის მობილიზება არის ამის ნაწილი.

რამდენიმე დღეში ჩვენ დეტალურად შევჯერდებით ყველა იმ მიმართულებაზე თუ რა ფორმით მოხდება კონკრეტული ადამიანების თუ კომპანიების დახმარება და რა ფორმით მოხდება სამუშაო ადგილების შენარჩუნება ამ პაკეტის მეშვეობით,“ - განაცხადა ირაკლი მეზურნიშვილმა.

ხათუნა ლაგაზიძე - თუ ოპოზიციას რაციონალიზმი კი არა, თვითგადარჩენის ინსტინქტი მაინც შერჩენია, მოუწევთ გაერთიანება იმ საფრთხის წინააღმდეგ, რასაც ასპარეზზე ახალი პოლიტიკური ჯგუფების გამოჩენა ჰქვია
ქართული პრესის მიმოხილვა 07.05.2021
რამაზ საყვარელიძე - ოპოზიციიდან ბევრი შეეცდება სააკაშვილისგან გამიჯვნას და ლიდერის როლის მორგებას, მეეჭვება ეს წარმატებული მცდელობა იყოს, ამ ოპოზიციისთვის რთული იქნება სააკაშვილის დამარცხება
„გაგუას კლინიკაში“ covid 19–ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის კაბინეტი გაიხსნა
ბაქოში ევროპის ჩემპიონატის თასი ჩაიტანეს