წყალმომარაგების კომპანია - რეგიონებში ინფრასტრუქტურული პროექტები უსაფრთხოების წესის დაცვით შეუფერხებლად მიმდინარეობს

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია რეგიონების მასშტაბით ინფრასტრუქტურულ პროექტებს უსაფრთხოების წესის დაცვით, შეუფერხებლად ახორციელებს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიიდან აცნობეს.

კომპანიის დირექტორის გიგა მანდარიას განცხადებით, სამშენებლო ობიექტებზე მონიტორინგი სისტემატიურად მიმდინარეობს, იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად ასრულებენ კონტრაქტორები დადგენილ რეკომენდაციებსა და მოთხოვნებს.

„კომპანია ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს როგორც წყალმომარაგების, ასევე წყალარინების სისტემების მშენებლობებს რეგიონებში და უწევს მუდმივ ზედამხედველობას ამ პროცესს. ასევე, ვახორციელებთ ობიექტებზე მონიტორინგს, თუ რამდენად არის დაცული ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები - ჰიგიენური დაცვის საშუალებები მუშა პერსონალისთვის და როგორ სრულდება სამუშაოები. ასევე, ვაცნობთ იმ დადგენილ წესებს, რაც მშენებლებმა სამუშაოების დროს აუცილებლად უნდა გაითვალისწინონ. ამ ეტაპზე, კონტრაქტორები შეუფერხებლად აგრძელებენ მშენებლობებს ობიექტებზე’’,- აცხადებს გიგა მანდარია.

წყალმომარაგების კომპანიის ცნობით, ამ დროისთვის, ქვეყნის მასშტაბით 900 მილიონ ლარამდე ღირებულების 40-მდე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი მიმდინარეობს. სამუშაოები საერთაშორისო დონორი ორგანიზაციებისა და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით ხორცილდება.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა