ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ ენზელ მკოიანის მიერ დანაშაულის ჩადენის მტკიცებულებები არსებობს, სამართალდამცავი უწყებები რეაგირებას არ ახდენენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ხატია დეკანოიძის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ ჩადენილი, სისხლის სამართლის დანაშაულის პირდაპირი მტკიცებულებები არსებობს, არც პოლიცია და არც პროკურატურა რეაგირებას არ ახდენს.

დეკანოიძის თქმით, „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი გამოირჩეოდა და დღესაც გამოირჩევა ძალადობრივი ფაქტებით, მაგრამ მისივე თქმით, ის არასდროს არ დასჯილა.

„ქვეყანაში შექმნილია ძალიან მძიმე მდგომარეობა. პანდემიის გავრცელების კუთხით და ეკონომიკურ-სოციალური ვითარების კუთხით ყოველდღიურად უფრო და უფრო გასაჭირში არიან ჩვენი მოქალაქეები და ამ ფონზე მე მინდა გავამახვილო ყურადღება ძალიან საგანგაშო ფაქტზე, იმ მტკიცებულებებზე, რომელიც გავიდა გუშინ საინფორმაციო „მთავარის“ ეთერში. კერძოდ: საქმე ეხება „ქართული ოცნების“ დეპუტატის ენზელ მკოიანის მიერ, სისხლის სამართის დანაშაულის ჩადენას, რომელიც ჩვენ ვიხილეთ და ეს დანაშაული ჩადენილია ათობით ადამიანის თანდასწრებით და ასევე, ამ სისხლის სამართლის დანაშაულის მტკიცებულებები ჩვენ ვიხილეთ ტელევიზიით. როდესაც „ქართული ოცნების“ დეპუტატი, ენზელ მკოიანი, რომელიც გამოირჩევა და გამოირჩეოდა ძალადობრივი ფაქტებით და არასდროს არ დასჯილა იგი, მათ შორის, როდესაც თავს დაესხა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებს. უფრო მეტიც, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები მაშინ ამბობდნენ, რომ მკოიანი მათი გუნდის წევრია და რასაკვირველია, არაფერი განსაკუთრებული არ ჩაუდენია. გუშინ გავრცელებულ პირდაპირ მტკიცებულებებში, ჩვენ ვიხილეთ, რომ „ქართული ოცნების“ დეპუტატი მკოიანი ისვრის და მიმართავს ცეცხსასროლ იარაღს ადამიანების მიმართ. ამას უყურებს პოლიციელი, თვითმხილველი ჰყავს ძალიან ბევრი ადამიანი, მაგრამ არც პოლიცია, არც პროკურატურა იმ წუთას და არც შემდეგ რეაგირებას არ ახორციელებს“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა