პროკურატურის თანამშრომლები დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ დისტანციურ სწავლებას გადიან

საქართველოს პროკურატურის სასწავლო მიმართულება, სწავლების დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ გენერალური პროკურატურიდან აცნობეს, სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლებისთვის, დისკრიმინაციის აკრძალვის ევროპული სტანდარტების შესახებ, დისტანციური სწავლება დაიწყო.

უწყების ცნობით, მონაწილეები სასწავლო კურსის ფარგლებში, ევროპული კონვენციის მიხედვით დისკრიმინაციისაგან დაცვის წყაროებს ეცნობიან.

„სწავლების პროცესში დეტალურად განიხილავენ დისკრიმინაციის ისეთ ნიშნებს, როგორიცაა რელიგიური და ეთნიკური, სქესისა და გენდერის, შეზღუდული შესაძლებლობის ნიშნით დისკრიმინაცია, ასევე დისკრიმინაცია გენდერული იდენტობისა და სექსუალური ორიენტაციის საფუძველზე. სასწავლო კურსს პროკურატურის 12 თანამშრომელი გაივლის. ამ მიმართულებით თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების პროცესი, მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება“ ,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა