პაატა იმნაძე - არსებობს ევროპის და ამერიკის კარგი გამოცდილება, რომ კორონავირუსით ინფიცირებულების ძალიან დიდი ნაწილი რჩება სახლში - სხვათაშორის, არც ტესტირებას უტარებენ მათ

არსებობს ევროპის და ამერიკის ძალიან კარგი გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავადმყოფების ძალიან დიდი ნაწილი რჩება სახლში, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილე პაატა იმნაძემ განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, როგორ მოხდება იმის განსაზღვრა, რომელი პაციენტები იმკურნალებენ სახლში და რომლებს გადაიყვანენ კლინიკებში. იმნაძის განცხადებით, ამისათვის მომზადებაა საჭირო. როგორც იმნაძემ განაცხადა, ამ მეთოდს ევროპა და ამერიკა აქტიურად მიმართავს და მათ, ვინც სახლში მკურნალობს, ხშირად ტესტირებასაც არ უტარებენ.

„ამისათვის არსებობს მთელი ტრიაჟის სისტემა. ამისათვის მომზადებაა საჭირო, დაწყებული ცხელი ხაზებიდან, დამთავრებული იმ ექიმებით, ვიზეც შემდეგ გადაირთვება ზარები. არსებობს ამის ევროპის ძალიან კარგი ევროპული გამოცდილება, შეერთებული შტატების ძალიან კარგი გამოცდილება, რომლის მიხედვითაც ავადმყოფების ძალიან დიდი ნაწილი რჩება სახლში. სხვათაშორის, არც ტესტირებას უტარებენ მათ. ისინი უბრალოდ იმყოფებიან თვითიზოლაციაში და ადამიანების დიდ ნაწილს არ სჭირდება არასპეციფიკური მკურნალობაც კი. ასე რომ ასეთი პაციენტების დატოვება შესაძლებელი იქნება სპეციალური ტრიაჟის საფუძველზე,“ - განაცხადა იმნაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა