განათლების სამინისტრო - მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, მრავალფეროვანი და საინტერესო კულტურული აქტივობები ონლაინ რეჟიმში ხორციელდება. როგორც „ინტერპრესნიუსს“ უწყების პრესსამსახურიდან აცნობეს, სამინისტროს სისტემაში შემავალი კულტურული ორგანიზაციები საზოგადოებას ონლაინ სპექტაკლებს, კინოჩვენებებს, კონცერტებსა და სხვა საინტერესო აქტივობებს სთავაზობენ.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, დაინტერესებულ საზოგადოებას ვირტუალურ გამოფენებს, საინტერესო აღმოჩენებსა და სხვა მრავალფეროვან აქტივობებს მუზეუმებიც გაუზიარებენ: ეროვნული მუზეუმის სოციალურ ქსელებში წარმოდგენილია მრავალფეროვანი კოლექციები, საარქივო მასალები, სტატიები და ონლაინ ლექციები კულტურული და ბუნების მემკვიდრეობის შესახებ.

„ასევე, ვირტუალური ტურები კურატორების მონაწილეობით. საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სოციალური ქსელის მეშვეობით ნებისმიერ მსურველს შეუძლია იხილოს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების შესახებ მომზადებული ვიდეო რგოლები, ვირტუალურად დაათვალიეროს მუზეუმები და სამხატვრო გალერეები, ასევე მეფის სასახლე-მემორიალის დარბაზები და სხვა. ონლაინ რეჟიმში განაგრძობს ფუნქციონირებას მწერალთა სახლის ლიტერატურული სახელოსნოც, რომლის პედაგოგი დათო გაბუნია უფროსკლასელთათვის ლექციებს ლიტერატურასა და ხელოვნებაზე „ზუმის“ ონლაინ პლატფორმის საშუალებით ატარებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

გარდა ამისა, გრძელდება პროექტი „ბავშვები მწერალთა სახლში“, რომელსაც საბავშვო ავტორი ვასო გულეური უძღვება და კვირაში სამჯერ პატარებს ლექსებსა და სხვადასხვა ავტორის ნაწარმოებებს თუ ზღაპრებს ონლაინ უკითხავს. ასევე, საზოგადოებას ეროვნული კინოცენტრი ონლაინ კინოჩვენებების ფორმატში ცნობილი ქართველი რეჟისორების ფილმების ჩვენებებს სთავაზობს : „ნამე” – რეჟისორი ზაზა ხალვაში, „მოირა” – რეჟისორი ლევან თუთბერიძე, „ნეტავ იქ თეატრი არის?!” – რეჟისორი ნანა ჯანელიძე და სხვა.

უწყების ინფორმაციით, მრავალფეროვანი და საინტერესო ონლაინ აქტივობები მომავალშიც გაგრძელდება. დეტალური ინფორმაცია პროექტების შესახებ განთავსებულია განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და კულტურის ორგანიზაციების სოციალურ ქსელში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა