ნათია თურნავა - სადეზინფექციო ხსნარი აღარაა დეფიციტში და ძალიან ბევრი ორგანიზაცია ახერხებს პერიოდულ დეზინფექციას

საქართველოს ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, სახელმწიფო ათობით კომპანიას დაეხმარა სადეზინფექციო ხსნარების წარმოების გაფართოებაში და ამ მხრივ არსებული დეფიციტი აღმოფხვრილია. ამის შესახებ მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა.

“არა მარტო პირბადეები აღმოჩნდა უცებ დეფიციტში, სადეზინფექციო ხსნარებიც. ჩვენ ათობით კომპანიას დავეხმარეთ წარმოების გაზრდაში. ამ შემთხვევაში კოორდინირება გახდა საჭირო. ეს არაა დაკავშირებული რთულ ტექნოლოგიურ პროცესთან, მაგრამ სერტიფიცირება უნდა გაევლოთ, მასალა უნდა მოეპოვებინათ. უკვე გავზარდეთ წარმოება. სადეზინფექციო ხსნარი თანდათან აღარაა დეფიციტში და ძალიან ბევრი ორგანიზაცია ახერხებს პერიოდულ დეზინფექციას. აქედან გამომდინარე, მყისიერი დეფიციტი ჩვენი დახმარებით აღმოიფხვრა და ჩვენ კვლავაც ვაკონტროლებთ ამას“,-აღნიშნა მინისტრმა.

მისივე თქმით, ვირუსისგან დაცვის საშუალებებზე დეფიციტის აღმოფხვრა ადგილობრივი წარმოების წახალისებასთან ერთად, იმპორტითაც ხდება და პროცესში შესაბამისი უწყებები აქტიურად არიან ჩართულნი.

„არის სხვა წარმოებები, რომლებიც პირველადი დაცვის საშუალებებს აწარმოებს. მაგალითად, სამედიცინო ხალათები, სკაფანდრები. აქაა რამოდენიმე წარმოება, რომელსაც პროგრამა „აწარმოე საქართველოში“-ს ფარგლებში ვეხმარებით. ამ დღეებში ერთ-ერთი ასეთი საწარმოს გაფართოება იგეგმება და მე პირადად მივალ ადგილზე. სამთავრობო გუნდი ყველაფერს აკეთებს , რომ დეფიციტური საშუალებები მაქსიმალურად იყოს შემოტანილი ბაზარზე, რა თქმა უნდა, მხოლოდ წარმოებულით ვერ დავფარავთ მყისიერ დეფიციტს. აქედან გამომდინარე, კონსოლიდირებული შესყიდვები ხდება უცხოეთიდან. ასე რომ, რამოდენიმე წყაროთი იფარება დეფიციტი და ჩვენ ამ პრობლემას აუცილებლად გადავლახავთ“,-აცხადებს ნათია თურნავა.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა