კომპანიებს თანამშრომლებისთვის ტემპერატურის  შემოწმების ვალდებულებაც აქვთ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა აცხადებს, რომ დასაქმებულების თერმოსკრინინგი ყველა მოქმედი ბიზნესისთვის სავალდებულოა.

ეკონომიკის მინისტრმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ განაცხადა, რომ აუცილებელია ბიზნესის მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციების გათვალისწინება. მათ შორის, თერმოსკრინინგის, რაც რისკ ჯგუფების ადრეულ ეტაპზე გამოვლენას და ვირუსის გავრცელების პრევენციას უწყობს ხელს.

ამასთან, ნათია თურნავას თქმით, ის მსხვილი სისტემური საწარმოები, ასევე დარგები რომლებსაც საქმიანობის გაგრძელების ნებართვა აქვთ, მკაცრად შემოწმდებიან იმასთან დაკავშირებით თუ რამდენად ასრულებენ შესაბამის წესებს.

„ჩვენ გავწევთ მონიტორინგს. ამას გააკეთებს პირველ რიგში ჯანდაცვის სამინისტროს შრომის ინსპექცია, დაეხმარება ჩვენი ტექნიკური ზედამხედველობის ინსპექცია ასევე მუნიციპალური ზედამხედველობის სამსახურები ჩაერთვებიან და ეს მუდმივი ზედამხედველობის პროცესი იქნება“,-აცხადებს თურნავა.

მისივე განმარტებით, არის ამჟამად გაჩერებული დარგები და კომპანიები, რომლებთან დაკავშირებით დამატებითი პროცედურებია გასავლელი, რომ შემდეგ საქმიანობის გაგრძელების ნებართვა მიეცეთ. მსგავს საქმიანობებს შორის თურნავა ადგილზე მიტანის სერვისს ასახელებს, რომელიც, მისივე თქმით, ამ დროისთვის მთლიანად გაჩერებულია.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა