გია ვოლსკი - სტრასბურგის გადაწყვტილება საზოგადოებამ უნდა დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი

პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე გია ვოლსკი ე.წ. „ციხის ბუნტის“ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„წინა ხელისუფლების პერიოდში უდანაშაულო ადამიანების ხოცვა-ჟლეტვის გამართლება მოხდა, რამდენადაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი დაარწმუნეს, რომ თუ წესრიგი გინდა, მაშინ სიმკაცრეც უნდა გამოიჩინო. გახსოვთ ალბათ ბოლო პერიოდის პროპაგანდაც ამას ემსახურებოდა. ჩვენ ხომ ვიცით, რაც ხდებოდა?! აჭარელი ბიჭები დახოცეს ქუჩაში. ახალაიას გვარი ფიგურირებს ამ საქმეში და ძველი კანონით რომ გვემოქმედა, ალბათ ისეთი მცირე სასჯელით ვერ გადარჩებოდა ვერცერთი. შეკრებითობა იქნებოდა იმის გარანტია, რომ ათეულ წლებს გაატარებდნენ ციხეში. თავად ციხის თემის გადაფარვა მოხდა. რომ ციხე იმ ადამიანების ადგილსამყოფელია, რომელიც ჩვენს საზოგადოებას აზიანებს. შეხედეთ იმ ადამიანების დამოკიდებულებას, რომელიც დღეს ლაპარაკობს თუნდაც c ჰეპატიტზე ან კორონავირუსის თემაზე. პატიმრების ნახევარზე მეტი c ჰეპატიტით იყო დაავადებული და არავინ ფიქრობდა ემკურნალა მათთვის. პირიქით, დაავადებები განზრახ გადასდეს მათ. აი, ეს არის იმ ადამიანების სახე, რომლებიც დღეს საუბრობენ, რომ თურმე კორონავირუსის თემა გადაფარა სახალხო დამცველის განცხადებამ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით. აი, ამ ფორმატში მინდა დაინახოს ჩვენმა საზოგადოებამ ეს უბედურება და სტრასბურგის გადაწყვეტილება, და დაინახოს არა როგორც პატარა სეგმენტი, არამედ როგორც მნიშვნელოვანი, სერიოზული, ჩვენი ისტორიის ტრაგედიის შემადგენელი ნაწილი“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ საზოგადოებრივი მაუწყებლის ტელეეთერში, რომლის კომენტარსაც პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია