ლევან რატიანი - კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია - ერთ ახალშობილზე, რომელთანაც ეჭვი გვქონდა კორონავირუსზე, უარყოფითი პასუხი მოვიდა

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკაში მოთავსებული ხუთი ახალშობილის მდგომარეობა სტაბილურია, ერთ ახალშობილთან, რომელთანაც ეჭვი გვქონდა COVID ინფექციაზე, მოვიდა უარყოფითი პასუხი, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა ლევან რატიანიმა ჟურნალისტებს განუცხადა.

ამასთან, რატიანის განმარტებით, სტაბილურია ორი ორსულის მდგომარეობაც.

„მეანგინეკოლოგიურ სამსახურში გვყავს ორი ორსული. ერთი არის 22 კვირის და მეორე არის 8 კვირის ორსული. 22 კვირის ორსული შემოყვანილია რამდენიმე დღის წინ. ქალბატონთან ყოველდღიურად ტარდება მონიტორიგი. ამ ეტაპამდე, არც ნაყოფს და არც დედას პათოლოგია არ უვლინდებათ.

რაც შეეხება გუშინ შემოყვანილ ქალბატონს, რომელიც არის 8 კვირის ორსული, 19 წლის არის, ტემპერატურა ფიქსირდება 37 ან 37,4 გრადუსი. ხორციელდება სიმპტომური მკურნალობა. ამ ეტაპამდე გართულებას ადგილი არ ჰქონია“, - განაცხადა რატიანმა.

რაც შეეხება კორონავირუსით ინფიცირებულებ პაციენტებს, რომლებიც საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობენ, ექიმის განმარტებით, მათი ზოგადი მდგომარეობა ამ ეტაპამდე სტაბილურად რჩება და ინფექციონისტების მეთვალყურეობის ქვეშ არიან.

ამასთან, როგორც ლევან რატიანმა აღნიშნა, მათ კლინიკაში ჯერჯერობით არ შესულა COVID19-ის ახალი შემთხვევა.

„არცერთი ახალი შემთხვევა არ შემოსულა. ველოდებით რამდნიმე პაციენტს სხვადასხვა ქვეყნის რეგიონებიდან“, - განაცხადა ლევან რატიანმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა