რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ინფორმაციით, მათ კლინიკაში მყოფი კორონავირუსით ინფიცირებული სამი პირის მდგომარეობა მძიმე არ არის

თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული სამი პაციენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც კლინიკის დირექტორმა ლევან გოფოძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მათი მდგომარეობა საგანგაშო არ არის, ისინი არ საჭიროებენ მართვით სუნთქვაზე გადაყვანას და მძიმე ფორმით მიმდინარე კოვიდინფექცია არ აღენიშნებათ.

„რესპუბლიკურ საავადმყოფოში, დაკვირვების ქვეშ ამჟამად, 45 პაციენტია. გუშინდელი ტესტირების შემდეგ სამ პაციენტს COVID19-ზე დადებითი გამოუვლინდა. ეს პაციენტები ცალკე, იზოლირებულად არიან მოთავსებული, მიმდინარეობს მკურნალობა. უნდა აღვნიშნო, რომ ეს დაავადება ამ პაციენტებიდან არცერთს არ აქვს მძიმე ფორმით გამოვლენილი, მათი მკურნალობა პროტოკოლის მიხედვით მიმდინარეობს, ეძლევათ ჟანგბადი და სხვა ყველაფერი ის, რაც ასეთი შემთხვევისთვისაა გათვალისწინებული. თუმცა შესაძლოა, მათი გადაყვანა მოხდეს პირველ საუნივერსტიტეტო კლინიკაში. ჯერ ეს ჯანდაცვის სამინისტროსთან თანხმდება.

მათი ისტორია შესწავლილია, ეს არ არის ე.წ. მეოთხეული გადაცემის შემთხვევა, როდესაც არ ვიცით საიდან დასნებოვნდა ადამიანი. დეტალურად ვერ მოგახსენებთ, რადგან პაციენტების უფლებების დაცვის კანონი ამას გვიკრძალავს, რომ მოგახსენოთ მათი სახელი, გვარი“- განაცხადა გოფოძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა